ქართული კინოს ფორუმი

16-19 ნოემბერს ქართული კინოს ფორუმი ქუთაისში გაიმართა. კინოჩვენებების პროგრამაში იყო როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში შედგა შემდეგი 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმის ჩვენება:

  • „აღლუმი“, რეჟისორი: ნინო ჟვანია
  • „ჰორიზონტი“, რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
  • „ურსუსი“, რეჟისორი: ოთარ შამათავა
  • „მეზობლები“, რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე
  • „სანამ მამა დაბრუნდება“, რეჟისორი: მარი გულბიანი

კინოჩვენებების პარალელურად მოეწყო კინოკრიტიკოსებისთვის და კინობლოგერებისთვის განკუთვნილი ვორქშოპი, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“. ვორქშოპს სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი – ვლადან პეტკოვჩი უძღვებოდა.