თელავის სცენარის რეზიდენცია

ადგილი: თელავი

დრო: ოქტომბერი

“ტერა ინკოგნიტა ფილმის“ ორგანიზებით, 2021 წელს თელავში, ცნობილი ქართველი მწერლისა და სცენარისტის ზაირა არსენიშვილის სახლში, სცენარის განვითარების რეზიდენცია გაიმართა.

საგანმანათლებლო პროექტს ამ სფეროს გამორჩეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ. მათი მიზანი კი, შერჩეულ აუდიტორიასთან სცენარის განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუშაობა იყო. მოწვეული მენტორები ერთი კვირის განმავლობაში როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, ფიზიკურ და ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ მონაწილეებთან.

რეზიდენციის მოწვეულ მენტორებს შორის იყვნენ: ამერიკელი მწერალი დაგ მორისი, მსახიობი მეტ დილონი,  სცენარისტი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კენ ფრიდმანი, ასევე კანის კინოფესტივალის პროგრამის „Film Factory”-ის ხელმძღვანელი, პროდიუსერი დომინიკ ველინსკი და სხვები.

ღონისძიება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, ამერიკის საელჩოსა და თელავის მუნიციპალიტეტის თანადგომით გაიმართა.