სვანეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ადგილი: მესტია, სვანეთი

დრო: ოქტომბერი

http://svanetifilmfestival.com/

სვანეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 2021 წელს პირველად გაიმართა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში და სამომავლოდ ყოველწლიურად, კინოს მოყვარულებსა და კინოპროფესიონალებს,  სხვადასხვა ქვეყნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სანახავად შეკრებს. 

მართალია, მისმა პირველმა გამოშვებამ Covid-19 ის გამო შეზღუდვებით ჩაიარა, მაგრამ მისი ორგანიზატორები სამომავლოდ გეგმავენ ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მისცენ და საკონკურსო პროგრამების გარდა, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის კინოპროფესიონალები მოიწვიონ; გამართონ მასტერკლასები, რომელზეც გამოცდილი მენტორები ახალგაზრდა რეჟისორებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას  გაუზიარებენ; ჩაატარონ შეხვედრები, რომლებზეც კინოინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.