თაობა - ახალგაზრდული კინოფესტივალი

ადგილი: თბილისი

დრო: სექტემბერი

https://taobaff.ge/

 

ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“  2018 წლიდან იმართება, თბილისში. მისი ძირითადადი სამიზნე აუდიტორია 13-21 წლის ასაკის ახალგაზრდები არიან. კინოფესტივალის მიზანია თავისი ღონისძიებებით, იქნება ეს ჩვენებები, შეხვედრები, ლექციები თუ მასტერკლასები, ახალგაზრდა აუდიტორიას სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ესაუბროს და მათ კინოს მიმართ ინტერესი გაუღვივოს. ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ მოწვეულ სტუმრებს ახალგაზრდა, ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენაში დაეხმაროს.  

კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.