საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ,,ოსკარი“ წარსადგენი ფილმის შერჩევისათვის განაცხადების მიღების პირობები
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს ფილმების მიღებას და შერჩევას საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2027 წლის 99-ე ჯილდოზე „ოსკარი“ - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარსადგენად.
განცხადების მიღების ვადები და წარსადგენი ფილმის გამოვლენა
საპროდიუსერო კომპანიის განაცხადებს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიიღებს 2026 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, 17 საათამდე. წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე და შედეგი გამოცხადდება არა უგვიანეს 2026 წლის 14 სექტემბრისა.
საქართველოს მხრიდან წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს;
- ფილმი უნდა იყოს წარმოებული საქართველოში;
- ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე;
- ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები (იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრებში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2026 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში ფილმი უწყვეტად იქნა ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე);
- შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
- ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1 ოქტომბერს და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:
ეროვნულ კინოცენტრში წარსადგენი განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და უნდა გადმოიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე info@gnfc.ge:
- განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
- ფილმის კომერციულ კინოთეატრში ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: რეკლამა, აფიშა, ტრეილერი, დამადასტურებელი წერილი კინოთეატრის ხელმძღვანელი პირისგან;
- ნებისმიერ ციფრულ მატარებელზე ფილმის DCP ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით (მოწყობილობა განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ) და ფილმის ციფრული ბმული პაროლით დაცული.
გაითვალისწინეთ:
- ფილმი, რომელიც კინოთეატრებში ჩვენებამდე გავრცელდება ფართო აუდიტორიისათვის, ან და ნებისმიერი ფორმით იქნება ნაჩვენები საზოგადოებისთვის არ დაიშვება ქვეყნის სახელით ჯილდოზე - „ოსკარი“ - ნომინაციაში განსახილველად. საზოგადოებრივ ჩვენებაში და გავრცელებაში მოიაზრება:
- ტელემაუწყებლობის და საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით ჩვენება;
- PPV/VOD სისტემის მეშვეობით გავრცელება (გადახდა თითოეულ ნახვაზე/ მოთხოვნით);
- DVD-ის/ ან სტრიმინგის მეშვეობით გავრცელება;
- ავიაკომპანიების მიერ თვითმფრინავში ჩვენება;
- ინტერნეტის მეშვეობით გავრცელება.
- ფილმის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრში წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტები და მასალები (იხ. ბმული https://bit.ly/3TCcWk7).
2027 წლის ამერიკის კინოაკადემიის 99-ე ჯილდოზე წარსადგენი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის შესახებ წესდება იხილეთ ოფიციალურ ბმულზე https://www.oscars.org/oscars/rules-eligibility.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კინოექსპორტის სამსახურს:
ლიკა ჯალაღონია (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი)
ელექტრონული ფოსტა: l.jalagonia@gnfc.ge ტელეფონის ნომერი: +995 599 90 82 80
ქეთევან ნოზაძე (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი)
ელექტრონული ფოსტა: k.nozadze@gnfc.ge ტელეფონის ნომერი: +995 533 33 44 21
კინოექსპორტის სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი: international@gnfc.ge გისურვებთ წარმატებას!