სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 8 სექტემბრის №197 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის „მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ - ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
ა) „ჩვენი მზე ხომ არ გინახავთ“ - პროდიუსერი: ი.მ ხათუნა ტატუაშვილი (რეჟისორი: ხათუნა ტატუაშვილი) 113 931.56 ლარით;
ბ) „ბიჭი და კარალიოკის ხე“ - პროდიუსერი: მცირე მეწარმე ლინა აქულაშვილი (რეჟისორი: ლინა აქულაშვილი) 98 623 ლარით;
გ) „სივრცე ყველაფრის მიმტევებელი“ - პროდიუსერი: ი.მ გიორგი ქურთიაშვილი (რეჟისორი: ნიკოლოზ მესხი) 37 314 ლარით;
დ) „მაყურებლები“ - პროდიუსერი: ი.მ მარიამ ქორთუა (რეჟისორი: მარიამ ქორთუა) 100 000 ლარით.
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 1 სექტემბრის №189 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ - ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
ა) „ჯერაეილ“ - პროდიუსერი: ი.მ თენგიზ ასიტაშვილი (რეჟისორი: თენგიზ ასიტაშვილი) 116 090.13 ლარით;
ბ) „დინოზავრი“ - პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გრიგოლ ფალავანდიშვილი) 125 000 ლარით;
გ) „ამბროსი“ - პროდიუსერი: ი.მ რევაზ ნასიძე (რეჟისორი: რევაზ ნასიძე) 124 845.58 ლარით.
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 15 სექტემბრის №204 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ - ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
ა) „შინ“ - პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;
ბ) „იარე“ - პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;
გ) „ზღვა ყველას მიიღებს“ - პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;
დ) „შენდობა“ - პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.
კონკურსის "სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსება“ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის გადაწყვეტილებით, განსახილველი პროექტ(ებ)ი მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა და კონკურსი დასრულებულად გამოცხადდა.