საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ოსკარის საერთაშორისი სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის

საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ,,ოსკარი“ წარსადგენი ფილმის შერჩევისათვის

განაცხადების მიღების პირობები

  

  1. განცხადების მიღების ვადები და წარსადგენი ფილმის გამოვლენა:

       ა) საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2026 წლის „ოსკარზე“ წარსადგენი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციისთვის საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) მიიღებს 2025 წლის 15 აგვისტოდან - 2025 წლის 1-ელი სექტემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე;

       ბ) წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე;

       გ) კანდიდატი ფილმი გამოვლინდება არაუგვიანეს 2025 წლის 16 სექტემბრისა.

  

  1. წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

      ა) ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები (იმ შემთხვევაში თუ ფილმი  ჯერ არ აკმაყოფილებს 7- დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, უნდა არსებობდეს დასაბუთება რომ 2025 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად   იქნება ნაჩვენები კომერციულ კინოთეატრში);

      ბ) შერჩეული ფილმი პირველად უნდა გამოვიდეს საქართველოში არაუადრეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა და არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა;

      გ) შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად   უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

      დ) ფილმს უნდა ჰქონდეს რეკლამა კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმით (აფიშა, ტრეილერი), რომლის შექმნის ვადები უნდა ემთხვეოდეს ფილმის გამოსვლის თარიღს.

 

       შენიშვნა:  დამატებით  „ოსკარის“  98-ე  ჯილდოზე  წარსადგენი  ფილმის  შესახებ  წესდება იხილეთ ოფიციალურ ბმულზე -  https://www.oscars.org/oscars/rules-eligibility.

  

  1. წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:

       ეროვნულ კინოცენტრში წარსადგენი განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და უნდა გადმოიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე info@gnfc.ge:

       ა) განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს

       ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;

       ბ) რეჟისორის ბიოგრაფია (ინგლისურ ენაზე);

       გ) ფილმის კომერციულ კინოთეატრში ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: რეკლამა, აფიშა, ტრეილერი, დამადასტურებელი წერილი კინოთეატრის ხელმძღვანელი პირისგან;

       დ) ნებისმიერ ციფრულ მატარებელზე ფილმის DCP ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით (მოწყობილობა განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ) და ფილმის ციფრული ბმული პაროლით დაცული;

       ე) ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში ფილმზე გამოხმაურების მასალები (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

       შენიშვნა: ფილმი, რომელიც კინოთეატრებში ჩვენებამდე გავრცელდება ფართო აუდიტორიისათვის, ანდა ნებისმიერი ფორმით იქნება ნაჩვენები საზოგადოებისთვის არ დაიშვება ქვეყნის სახელით ჯილდოზე - „ოსკარი“ - ნომინაციაში განსახილველად.

       საზოგადოებრივ ჩვენებაში და გავრცელებაში მოიაზრება:

       ა) ტელემაუწყებლობის და საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით ჩვენება;

       ბ) PPV/VOD სისტემის მეშვეობით გავრცელება (გადახდა თითოეულ ნახვაზე/ მოთხოვნით);

       გ) DVD-ის/ ან სტრიმინგის მეშვეობით გავრცელება;

       დ) ავიაკომპანიების მიერ თვითმფრინავში ჩვენება;

       ე) ინტერნეტის მეშვეობით გავრცელება.

 

       განმცხადებლებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:

 

       ლიკა ჯალაღონია (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი)

       ელექტრონული ფოსტა:  l.jalagonia@gnfc.ge

       ტელეფონის ნომერი: +995 599 90 82 80

 

       ქეთევან ნოზაძე (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი)

       ელექტრონული  ფოსტა:  k.nozadze@gnfc.ge

       ტელეფონის ნომერი: +995 533 33 44 21

    

      კინოექსპორტის     სამსახურის     ოფიციალური      ელექტრონული     ფოსტის     მისამართი:

      international@gnfc.ge