კონკურსების გამოცხადების თარიღები

ფილმწარმოების ხელშეწყობის მიზნით, 2025 წლის სექტემბერში სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდება შემდეგი კონკურსები:
 
1-ელი სექტემბერი: მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 500 000 ლარი)
 
8 სექტემბერი: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 600 000 ლარი)
 
15 სექტემბერი: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 2 000 000 ლარი)
 
22 სექტემბერი: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 2 000 000 ლარი)

კონკურსებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საიტსა და სოციალური მედიის გვერდებს.

ეროვნული კინოცენტრი გისურვებთ წარმატებას!