ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი თოფუზი ჩატარდა

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა ანიმაციური ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი".

კინოჩვენებების გარდა, ფესტივალი მოიცავდა 2D და თოჯინური ანიმაციის ვორქშოფებს ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში, ასევე, მასტერკლასებსა და სცენარის წერის სემინარებს.

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ექსპერიმენტული სპექტაკლით ბათუმის თოჯინების თეატრში, ხოლო დახურვის ცერემონია გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა კინოფესტივალის გამარჯვებულები.