საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2022-2023 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის

კატალოგში წარმოდგენილი იქნება:

  • მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
  • მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
  • დოკუმენტური ფილმები
  • ანიმაციური ფილმები
  • ფილმები წარმოების პროცესში

 

კატალოგისთვის გამოსაგზავნი მასალების ნუსხა:

1.ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

2.ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი

3.რეჟისორი

4.სცენარის ავტორი

5.ოპერატორი

6.მსახიობები

7.პროდიუსერი

8.მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)

9.ფილმის მოკლე ანოტაცია - 60 სიტყვა მაქსიმუმ

10.რეჟისორის ბიოგრაფია - 30 სიტყვა მაქსიმუმ

11.რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისკენ. მაგ; „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013). “ფილმი” (2010) და ა.შ.

ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია  -  „ფილმი” (წარმ.)

12.რეჟისორის ფოტო

13.2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)

 

იმ ფილმებზე, რომლებიც შევიდა 2021-2022 წლების კატალოგში თუ რაიმე სახის ცვლილებაა გთხოვთ მოიწეროთ დამატებით (ცალკე გამოყოთ)

 

მასალები მიიღება 2022  წლის 15 ოქტომბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.

მასალები გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: n.kanteladze@gnfc.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ბეჭდური და ინტერნეტ - გამოცემების მენეჯერს, ნათია კანთელაძეს: ტელ: 2999 200,  მობ: 551 471919