ზაზა ხალვაშის ფილმი "ლოტო"

"ლოტო" - იგავი ზღვისპირა ქალაქზე" - ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე. სამწუხაროდ, რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეც. ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან და საინტერესო ისტორიები, რომელიც "ლოტოს" შექმნას სდევდა თან.