GNFC
სიახლე

ევრაზიადოკ საქართველო 2018-ის შედეგები ცნობილია - 16 10 2018
Slider Image

ევრაზიადოკ საქართველო 2018-ის სცენარის განვითარების რეზიდენციის 6 მონაწილიდან ფრანგული ორგანიზაცია Docmonde-ს მიერ აირჩა 3 დოკუმენტური პროექტი, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ ერევანში გამართულ პრეზენტაციების მოსამზადებელ ტრენინგსა და ინდუსტრიულ შეხვედრებში 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით.

შერჩეულია შემდეგი პროექტები:

- ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი "Cinemania"
- ნონა გიუნაშვილი "Aznash Laaman"
- ლუკა ბერაძე "ღიმილიანი საქართველო"

ევრაზიადოკი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.

ევრაზიადოკის სცენარის განვითარების რეზიდენცია უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

Facebook Share
უკან