GNFC
სიახლე

პირველი ჩინური სერიალის გადაღებების დაწყების შემდეგ, შესაძლოა საქართვეელოში პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქცია გადაიღონ - 25 06 2018
Slider Image

16-25 ივნისს ჩინეთში შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე პლატფორმის Belt and Road ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Belt and Road 26 ქვეყანას აერთიანებს, წელს კი პლატფორმას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეუერთდა.

ფესტივალის მსვლელობისას უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქციის შესახებ. ფილმი რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული და იგი საქართველოში ჩაის კულტურის შემოსვლის შესახებ მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კინოს მიმართულებით საქართველო ჩინეთთან წარმატებით თანამშრომლობს. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ზედიზედ 2 წლის განმავლობაში (2017; 2018) ქართულმა კინომ ტრიუმფი მოახდინა და კინოფესტიალის ყველა მთავარი ჯილდო ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ (ჯამში 8 მთავარი ჯილდო). ჩინურ ბაზარზე უკვე გაყიდულია 4 ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ქართული ფილმის გაყიდვის შესახებ. თბილისსა და ბათუმში კი უკვე დაწყებულია პირველი ჩინური სერიალის „ნიღაბი" გადაღებები, რომელშიც ჩინური კინოს ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას.

Facebook Share
უკან