GNFC
სიახლე

ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა" 2018 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას იწყებს - 27 07 2018
Slider Image

ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა" იწყებს 2018 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას.
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:

  • სცენარის განვითარება
  • კო-პროდუქციის სტრატეგია
  • დაფინანსების სტრატეგია
  • საფესტივალო სტრატეგია
  • დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.
"ალტერნატიული ტალღა” 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტები.

პროექტის შესარჩევად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):

1. ფილმის სცენარი.
2. ფილმის სინოფსისი.
3. რეჟისორის ხედვა.
4. პროდიუსერის მოტივაცია.
5. რეჟისორის ბიო-ფილმოგრაფია.
6. პროდიუსერის ბიო-ფილმოგრაფია.
7. ფილმის ბიუჯეტი.
8. ფილმის ფინანსური გეგმა.

"ალტერნატიული ტალღა" გაიმართება "ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს ბათუმში.

მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება პროექტის ორი წარმომადგენელი (რეჟისორი და პროდიუსერი). "ალტერნატიული ტალღა” დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აგვისტო.

ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებს და შეხვდნენ შერჩეუილი პროექტების ავტორებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
awbiaff@gmail.com
თინათინ ყაჯრიშვილი - 597202550
ლაშა ხალვაში - 595926206

Facebook Share
უკან