GNFC
SELECT * FROM `content` WHERE `item_id` = 77 AND `lang` = 'geo'
კინო - ეკონომიკური რუკა

ეროვნული კინოცენტრი იწყებს კინოსექტორის ეკონომიკური რუკის შექმნის პროცესს. მსგავსი კვლევების ციკლი დაეხმარება სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანიზაციებს მოახდინონ კინოპროცესების პოზიცირება, როგორც კულტურული ტურიზმის და რეგენერაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

ჩატარდება ინფორმაციის გამავრცელებელი კამპანიები, რათა მოხდეს კინოს ეკონომიკური ასპექტების მნიშვნელობის წინ წამოწევა. ასეთი კვლევები შექმნის მტკიცებულებათა ბაზას, რომ კინო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც კულტურული, არამედ ეკონომიკური პროდუქტი. შესაბამისად, კინოს ეტაპობრივი სახელმწიფო სუბსიდირება მოიტანს როგორც კულტურულ შედეგებს, ისე ეკონომიკურ შემოსავლებს საქართველოში.

 

საქართველოს კინოსექტორის ეკონომიკური რუკის კვლევა

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კინოსე­ქტორის ეკონომიკური რუკის კვლევას. კვლევის მიზანი იყო მოგ­ვეპოვებინა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობდა ქართული კინოინ-დუსტრიის განვითარებას, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და სხვა წამყვანი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენ­ლების (სტაკეჰოლდერს) საქმიანობის წარმართვას. წინამდებარე ან­გარიში არის საქართველოს კინოსექტორის ყველაზე ღრმა და დეტალური ანალიზი. კვლევა მოიცავს კი­ნოინდუსტრიისა და, ზოგადად, შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკურ პოტენციალს, ავლენს სექტორის ძლიერ და სუსტ მხარეებს და კინოპოლიტიკის ძირითად საჭიროებებს.