GNFC
SELECT * FROM `content` WHERE `item_id` = 7 AND `lang` = 'geo'
სტრატეგია & კვლევა

ეროვნული კინოცენტრი აქტიურად მუშაობს სტრატეგიისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.

სტრატეგიისა და კვლევის მიმართულება მიზნად ისახავს:

  • საქართველოს კინოსექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას
  • კვლევითი ხასიათის ინფორმაციის მოძიებას და გამოცდილების დაგროვებას
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას
  • კინოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას
  • კინოწარმოების ეკონომიკური პოტენციალის აღწერას

 

 

 

კინო - ეკონომიკური რუკა



ეროვნული კინოცენტრი იწყებს კინოსექტორის ეკონომიკური რუკის შექმნის პროცესს. მსგავსი კვლევების ციკლი დაეხმარება სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანიზაციებს მოახდინონ კინოპროცესების პოზიცირება, როგორც კულტურული ტურიზმის და რეგენერაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

ჩატარდება ინფორმაციის გამავრცელებელი კამპანიები, რათა მოხდეს კინოს ეკონომიკური ასპექტების მნიშვნელობის წინ წამოწევა. ასეთი კვლევები შექმნის მტკიცებულებათა ბაზას, რომ კინო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც კულტურული, არამედ ეკონომიკური პროდუქტი. შესაბამისად, კინოს ეტაპობრივი სახელმწიფო სუბსიდირება მოიტანს როგორც კულტურულ შედეგებს, ისე ეკონომიკურ შემოსავლებს საქართველოში.