GNFC
SELECT * FROM `content` WHERE `item_id` = 179 AND `lang` = 'geo'
ჯიფონი საქართველო

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი

მოკლედ ჯიფონის კინოფესტივალის შესახებ

პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო კინოფესტივალ Giffoni Experience-ის  ქართულ ანალოგს, რომელიც 1971 წელს დაარსდა იტალიის პატარა ქალაქში ჯიფონი ვალე პიანა.

ჯიფონი - ეს არის კინოფესტივალი, სადაც ჟიურის წევრები არიან ბავშვები და მოზარდები. ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ბავშვი 50 ქვეყნიდან  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში უყურებს ფილმებს, მსჯელობს, განიხილავს და გამოავლენს საუკეთესოს. ჯიფონიში ჩასულ სტუმრებს მასპინძლობენ მათი ადგილობრივი  თანატოლების ოჯახები.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ჯიფონის კინოფესტივალის ურთიერთობებიდან 

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა უკვე  რამდენიმე წელიწადია გრძელდება.

ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც  ქართველი მოზარდები (3 მოზარდი) პირველად დაესწრნენ ჯიფონის კინოფესტივალს იტალიაში. ქართული ჯიფონის კინოფესტივალის ორგანიზატორების დაუღალავი შრომის შედეგია ის ფაქტი, რომ იტალიის ჯიფონის კინოფესტივალის წარმომადგენლები  ცდილობენ ქართველი მოზარდების წახალისებას და ყოველწლიურად უკვე 12 -14 მოზარდი მიემგზავრება იტალიაში ფესტივალზე დასასწრებად. 

დღესდღეობით უკვე 30 ქართველი მოზარდია ნამყოფი ჯიფონის კინოფესტივალებზე იტალიასა და მაკედონიაში. აქედან 2ჟიურის წევრი მოზარდი უკვე 3-ჯერ და 3 მოზარდი 2-ჯერ განმეორებით მიიწვიეს  იტალიაში ფესტივალზე დასასწრებად. ეს დიდი პატივია.  იტალიაში გასამგზავრებელი მოზარდები მთელი საქართველოდან ირჩევა.

სხვადასხვა წლებში იტალიის ჯიფონის კინოფესტივალის მსვლელობისას ქართველი მოზარდები შეხვდნენ მსოფლიო ვარსკვლავებს:  - მარკ რუფალოს (დავით ლოლიშვილი);  მარტინ ფრიმანს - (ანი მაჩაიძე); ტომ ფელტონს - (ელენე ნაირაშვილი);  დარენ კრისს (მარიამ ცაგურიშვილი); ორლანდო ბლუმს - (თინათინ ტაბიძე), რიჩარდ გირს - ნინო მამუკელაშვილი (ნახევარი საათი პირისპირ შეხვდა და ესაუბრა).

დავით ლოლიშვილი საინტერესო შეკითხვისთვის დასაჩუქრდა და მიეცა საშუალება პრიზი გადაეცა მედ ბომერისთვის, შეკითხვები დაუსვა ლეა მიშელს... ნანკა გოგიტიძე მეთ ბომერთან იყო პირისპირ შეხვედრაზე.  ელენე ნაირაშვილის  შეკითხვამ ამერიკელი ვარსკვლავი  ჯენიფერ ანისტონი აატირა. ლადო მხიეძემ კი საკუთარი ხელით შესრულებული ჯენიფერის  პორტრეტი გადასცა ვარსკვლასვს. 

ასევე უნდა აღინიშნოს ქართული ფილმების ჩვენებები ჯიფონის კინოფესტივალის მიმდინარეობისას იტალიაში. 2015 წელს ნაჩვენები იქნა: მარგო ზუბაშვილის „დინოზავრი", ანა ურუშაძის „ერთ კაცს ვუყვარდი", მარიმ ხაჭვანის „დინოლა", კოტე ტაყაიშვილის „Happy meal”.  

საქართველოში ჩატარებული ჯიფონის კინოფესტივალები

საქართველოში უკვე 3-ჯერ ჩატარდა ჯიფონის კინოფესტივალი:

პირველად 2014 წელს - ერთდღიანი ჯიფონის კინოფესტივალი - რომელსაც 250 მოზარდი დაესწრო. 2015 წელს - 500 ჯიფონის წევრი მონაწილე ჰყავდა ქართულ ჯიფონის კინოფესტივალს. 2016 წელს კი - 350. 

ჯიფონის კინოფესტივალის ჩატარებისას ფესტივალის ორგანიზატორები იცავენ ჯიფონის ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სტრუქტურულ თავისებურებას, ესაა ჯიფონის კინოფესტივალის მიერ სხვადასხვა წლებში ნაჩვენები ფილმების ჩვენებები. ორგანიზატორები ასევე ზრუნავენ, რათა შერჩეული ფილმები მაქსიმალურად იყოს მორგებული ქართველი მოზარდების გემოვნებას. აღსანიშნავია ასევე ფილმების ჩვენებების შემდგომ ჩატარებული საინტერესო დისკუსიები. აღნიშნული დისკუსიების მაღალ დონეზე ჩატარება ქართული ჯიფონის სახეების  ლევან დვალის და ნენო ქავთარაძის დამსახურებაა.

ფესტივალის ორგანიზატორები არანაკლებ ყურადღებას აქცევენ ფესტივალის ქართული ნაწილის ორგანიზებას. აქ ვგულისხმობთ ქართული ფილმების პოპულარიზაციას და ახალგაზრდობისთვის თანამედროვე ქართული კინოს მიღწევების გაცნობას. ასევე ქართული კინოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს. 

სხვადასხვა წლებში ნაჩვენები იქნა შემდეგი ქართული ფილმები: ნ. ექვთიმიშვილის და ს. გროსის „დედა", „გრძელი, ნათელი დღეეები"; ტატო კოტეტიშვილის „საზამთრო", გაბრიელ რაზმაძის „შავი თუთა", სანდრო ქათამაშვილის ანიმაციური ფილმი „ბებო", მარიამ ხაჭვანის „დინოლა", მარგო ზუბალაშვილის „დინოზავრი", კოტე თაყაიშვილის „ჰეფი მილი", დათა ფირცხალავას „მამა", ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი არის?", რუსუდან პირველის „სუსა", ლევან თუთბერიძის „მოირა", თიკო ყაჯრიშვილის „პატარძლები", ვაკო კირკიტაძის, გიგა ლიკლიკაძის და ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები. „სექტემბერი", „უცნობი ჯარისკაცი") თითოეული ფილმის ჩვენების შემდგომ ტარდებოდა შეხვედრები ფილმების ავტორებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან.

არანაკლებ მნიშვენლოვანია ქართველი სპიკერების მიერ ჩატარებული ლექციები სხვადასხვა თემაზე. სხვადასხვა დროს ქართული ჯიფონის კინოფესტივალის სტუმრები იყვნენ: ბ-ნი ლევან ბერძენიშვილი, ბ-ნი რატი ამაღლობელი, ბ-ნი ზაზა აბაშიძე, ბ-ნი ზურაბ კიკნაძე, ქ-ნი ქეთი დევდარიანი, ბ-ნი დავით გაბუნია, ქ-ნი ინგა გრიგოლია, ბ-ნი მიშა ბახტაძე, ბ-ნი ლევან ხეთაგური, ქ-ნი ხათუნა ცხადაძე, ბ-ნი ზაალ ჩხეიძე, ქ-ნი ნინო მხეიძე, ბ-ნი ლევან გიგინეიშვილი...

ქართულ ჯიფონის ფესტივალს ჰყავდა სპეციალური სტუმრები, რომლებიც შეხვედნენ ფესტივალის მონაწილე მოზარდებს: რეჟისორები ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი, მასახიობები გიორგი ნაკაშიძე, კახი კავსაძე, ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების"  მსახიობები (თინათინ ლაღიძე, გიორგი კალანდარიშვილი), კომპოზიტორი მიშა მდინარაძე. 

ვორკშოფები უკვე ტრადიციად იქცა ქართული ჯიფონისთვის: კადრირება - ქეთევან მაჭავარიანი, სცენარი - მაკა კუკულავა, ანიმაცია - დავით კიკნაველიძე, ნათია ნიკოლაშვილი, ინტელექტუალური თამაში- რა? სად? როდის?, კომპიუტერული თამაშები, ხატვის ვორკშოფი (პოსტერების შექნა) - დავით სიმონია, ფოტოხელოვნება - გურამ წიბახაშვილი, TV რეპორტერი - ნინია ახვლედიანი, გოდერძი შარაშია და მარიკა ბაკურაძე. (ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოზარდებისთვის), ჩრდილების თეატრის მიერ ჩატარებული ვორკშოფები და წარმოდგენები. სუხიშვილების მიერ ჩატარებული ვორკშოფები ცეკვაში დღემდე კარგად ახსოვთ ჯიფონის მონაწილეებს.

ფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, (Check in Georgia), თბილისის მერია (კულტურული ღონისძიებების ცენტრი),იტალიის საელჩო საქართველოში,  კოკა-კოლა, ნაყინების მწარმოებელი კომპანია „თოლია".