GNFC
Page Object ( [id] => 0 [itemId] => 165 [lang] => [date] => [title] => [content] => [visible] => ) SELECT * FROM `content` WHERE `item_id` = 165 AND `lang` = 'geo'
კვლევები

დასრულებული კვლევები

საქართველოს კინოსექტორის ეკონომიკური რუკის კვლევა
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კინოსე­ქტორის ეკონომიკური რუკის კვლევას. კვლევის მიზანი იყო მოგ­ვეპოვებინა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობდა ქართული კინოინ-დუსტრიის განვითარებას, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და სხვა წამყვანი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენ­ლების (სტაკეჰოლდერს)საქმიანობის წარმართვას. წინამდებარე ან­გარიში არის საქართველოს კინოსექტორის ყველაზე ღრმა და დეტალური ანალიზი. კვლევა მოიცავს კი­ნოინდუსტრიისა და, ზოგადად, შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკურ პოტენციალს, ავლენს სექტორის ძლიერ და სუსტ მხარეებს და კინოპოლიტიკის ძირითად საჭიროებებს.

პროდუქციის / მომსახურების განთავსების (product placement) პრაქტიკის კვლევა:

კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართულ ფილმებში პროდუქციის მომსახურების (product placement) განთავსების პრაქტიკის კვლევა.

ქართული კინემატოგრაფიის ინდუსტრიის პოლიტიკა:  სტრატეგიული მიმოხილვა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2009 წლის აპრილში "BOP Consulting" -ს დაუკვეთა ქართული კინემატოგრაფიის ინდუსტრიის სტრატეგიული მიმოხილვის მომზადება საერთაშორისო კონტექსტში.
ამ მიმოხილვას საფუძვლად ედო მარკეტინგული კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიის "ACT" - ის მიერ ჩატარებული ადგილობრივი კვლევა.
კინო ინდუსტრიაში არსებული ვითარების შესწავლა
"BOP Consulting" - ის დაკვეთით 2009 წლის თებერვალში მომზადდა კვლევა, რომლისმიზანს წარმოადგენდა ქართულ კინოინდუსტრიაში არსებული ვითარების შესწავლა. კვლევის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, გამოიკითხნენ როგორც კინოს წარმოებაში, ასევე დისტრიბუციაში ჩართული ადამიანები.