GNFC
Page Object ( [id] => 0 [itemId] => 143 [lang] => [date] => [title] => [content] => [visible] => ) SELECT * FROM `content` WHERE `item_id` = 143 AND `lang` = 'geo'
კინო სკოლაში

პროექტი „კინო სკოლაში" ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით ხორციელდება 2014 წლიდან. იგი გულისხმობს საქართველოს რეგიონების სკოლებში ქართული და უცხოური კინოკლასიკის, ასევე თანამედროვე ფილმების რეგულარული, ყოველკვირეული ჩვენება-დისკუსიების ჩატარებას. ჩვენებისთვის ფილმები შეირჩა კინომცოდნეების,  განათლების ექსპერტების და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ. ფილმის ჩვენების დაწყებამდე და მისი დამთავრების შემდეგ დისკუსიას ფასილიტაციას უწევენ სპეციალურად გადამზადებული კინოსპეციალისტები.
 
2014 წელს პროექტის საპილოტე ვერსიაში ჩართული იყო საქართველოს რეგიონის 40 სკოლა. პროექტმა წარმატებით ჩაიარა და მზარდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მოსწავლეებში, ასევე სკოლების ადმინისტრაციებში.  2015 წელს პროექტმა მოიცვა 207 სკოლა,  ჩატარდა 4 518 ჩვენება, რომელსაც 46 130 დასწრება ქონდა.  
 
პროექტის ფარგლებში გარდა ჩვენებებისა, დამატებით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, შედგა შეხვედრები ცნობილ ქართველ რეჟისორებთან (ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, მარიამ ხაჭვანი, ნანა ჯანელიძე, ლევან კოღუაშვილი), ბავშვებმა შექმნეს ნანახი ფილმების 178 კინოაფიშა და გადაიღეს 34 (2-12 წუთი) ფილმი. 
 
იმ სკოლებისთვის, რომლებსაც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვთ სატრანპორტო, საკომუნიკაციო ან სხვა ტიპის პრობლემები, შემუშავდა სპეციალური პროგრამა „ზაფხულის კინოსკოლა", რომელიც ითვალისწინებს მსგავს სოფლებში კინოსპეციალისტების მივლენას და ზაფხულის პერიოდში ორ კვირიანი  ჩვენება-დისკუსიების მოწობას.
 
2016 წელს პროექტი იწყებს ახალ სეზონს, რომელშიც ჩართული იქნება 189 სკოლა. „კინო სკიოლაში" სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტთან, რომელიც რეკომენდაციებით მიმართავს მის წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ სკოლაში კინოგანათლების შეტანას, რათა მოზარდებს განუვითარდეთ აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარი.  

იხილეთ პროექტის "კინო სკოლაში" პრომო ვიდეო.