GNFC
სიახლე

"მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს - 01 02 2016
Slider Image

ზაზა ურუშაძის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმი „მანდარინები", კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

31 იანვარს ბარსელონამ ტრადიციულად უმასპინძლა ესპანეთის ყველაზე გამორჩეულ დაჯილდოვების ცერემონიალს Gaudí Award, სადაც ჯილდო 22 განსხვავებულ კატეგორიაში გაიცა.

ნომინანტთა შორის იყო ზაზა ურუშაძის ნამუშევარი.
„მანდარინები" საუკეთესო ევროპული ფილმის ნომინაციაში შემდეგ ფილმებთან ერთად წარადგინეს:

  • Pride: Matthew Warchus
  • Clouds of Sils Maria: Olivier Assayas
  • Force Majeure: Ruben Östlund

ზაზა ურუშაძე : „დაჯილდოვების ცერემონიალზე დაპატიჟებული ვიყავი. სამწუხაროდ, ესპანეთში ჩასვლა ვერ მოვახერხე. პირდაპირი ეთერიდან გავიგე, რომ „მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს. სცენაზე ჩემს მაგივრად ფილმის ესპანელი დისტრიბუტორი ავიდა.
ეს კინოაკადემიის ჯიდოა, ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი. ყოველ წელს ცხადდება საუკეთესო ევროპული ფილმი და ამ ჯილდოს ყოველთვის ტიტულოვანი ფილმები იღებენ. წელს ოთხი ნომინანტი ვიყავით ამ კატეგორიაში წარდგენილი. ახლა ველოდები როდის გამომიგზავნიან ჯილდოს."

Gaudí Awards - ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა. ჯილდოს სტატუეტის დიზაინი ავტორებმა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შემოქმედების ინსპირაციით შექმნეს.

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს "მანდარინების" მთელ შემოქმედებით ჯგუფს ფილმის მორიგ წარმატებას.


Facebook Share
უკან