GNFC
სიახლე

ვორქშოპი და კონკურსი ახალგაზრდა დოკუმენტალისტებისთვის - 03 08 2015
Slider Image

2-6 სექტემბერს გერმანელი დოკუმენტალისტი ჰელენ სიმონი ახალგაზრდა დოკუმენტალისტებისთვის ვორქშოპს ჩაატარებს.

ვორქშოფის დროს ყურადრება გამახვილდება შემდეგ თემებზე:

როგორ ვიპოვოთ სწორი კუთხე ჩვენი დოკუმენტური ფილმის იდეისთვის;

როგორ უნდა დავწეროთ დოკუმენტური ფილმის თრითმენტი;

როგორ უნდა მოვუყვეთ პროექტის შესახებ დამფინანსებელს;

როგორ უნდა წარვადგინოთ პროექტი პროფესიონალურად.


ვორქშოპის დასასრულს ყველა მონაწილეს ექნება პროექტის პირველადი თრითმენტი და ისინი ჩაერთვებიან კონკურსში. საუკეთესო თრითმენტის ავტორს მიიწვევენ გერმანიაში, სადაც მას ექნება საშუალება წარუდგინოს პროექტი გერმანელ დამფინანსებლებს და მოიძიოს თანხები პროექტის განსახორციელებლად.

ვორქშოპში მონაწილეობის პირობები და აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში. პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 21 აგვისტო.
ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ფორმა:
Aplication
Call

Facebook Share
უკან