GNFC
სიახლე

კონკურსი კინო სკოლაში - 18 12 2014
Slider Image

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს 2014 წელს დაწყებული კინო განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კინო სკოლაში" განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უფროსკლასელთათვის (მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასები) ქართული და მსოფლიო კონოს საეტაპო ფილმების ჩვენებების მოწყობა და ჩვენების შემდგომი დისკუსიის გამართვა.

პროექტის დაიწყება 2015 წლის მარტში

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურს პროგრამის „კინო სკოლაში" განხორციელებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებისთვის, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (თბილისის გარდა):

სამუშაოს აღწერა და ძირითადი მოვალეობები:
•რეგიონის/ქალაქის/დაბის სკოლებში ფილმის ჩვენება და ჩვენების შემგდომი დისკუსიის წარმართვა (თითო სკოლაში კვირაში ერთხელ სიხშირით, ერთი სპეციალისტი შეიძლება მოემსახუროს რამდენიმე სკოლას).
•პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვისთვის სათანადო მოტივაციისა და პირობების შექმნა;
•მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის, უნარების შეფასება მათ მიერ შესრულებული სამუშაოების საშუალებით (რეფერატები, პრეზენტაციები)
•პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის კინოცენტრში გაგზავნა;

სპეციალისტების შერჩევის კრიტერიუმებია:
•ბაკალავრის ხარისხი, კინო ან სხვა სახის სახელოვნებო განათლება ან დასახელებული სპეციალობების დამამთავრებელ კურსზე სწავლა.
•რუსული, ან ინგლისური ენის ცოდნა
•კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Power Point, Windows Media Player)

პიროვნული თვისებები და უნარები:
•პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა;
•ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
•აზრის გადმოცემის, პრეზენტაციის უნარი;
•პედაგოგიური უნარ-ჩვევები;
•ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;
•კრეატიულობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისადმი მზაობა;
•თვითმოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პედაგოგიური, ან საკუთარი სპეციალობით
მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ს სამოტივაციო წერილის (არაუმეტეს 300 სიტყვა) და ერთი ფილმის რეცენზიის (არაუმეტეს 400 სიტყვა) გაცნობის შემდეგ. ნაშრომები რომლებშიც არ იქნება დაცული ეს მოთხოვნები არ იქნება განხილული.
მეორე ეტაპზე (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან) ჩატარდება გასაუბრება
პროფესიული უნარების გამოვლენის მიზნით.

პროგრამის ხანგძლივობაა 6 თვე. ერთი ჩვენება-დისკუსიის ანაზღაურება შეადგენს 50 ლარს.

დაინტერესებულ პირებმა საბუთები გამოაგზავნეთ: career@gnfc.ge
CV_ი, დიპლომი ან ცნობა სასწავლებლიდან, სამოტივაციო წერილი, რეცენზია (ელ. წერილის დანიშნულების ველში მიუთითეთ რეგიონი, ან რეგიონები რომელშიც გსურთ მუშაობა).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

2999200 შიდა (124) თეა გაბიძაშვილი
577471518 კოტე ჩლაიძე


Facebook Share
უკან