GNFC
სიახლე

Mini EAVE 2014 საქართველოში - 30 06 2014
Slider Image

პროექტის განვითარების ტრეინინგ-პროგრამა

2014 წლის 1-3 ივლისს, თბილისში, ეროვნული კინოცენტრისა და ევროპული აუდიოვიზუალური პლატფორმის EAVE-ს ორგანიზებით, ქორთიარდ მარიოტში კინოპროექტის განვითარების ტრეინინგ-პროგრამა Mini EAVE 2014 ჩატარდება. ტრეინინგ-პროგრამა შედგება 3 დღიანი სემინარისა და ონლაინ-სესიისგან.

Mini EAVE-ს სემინარს ჩაატარებენ გამოცდილი ექსპერტები კინოს სფეროში: ჟანი ტილჟესი, (ლუქსემბურგი)ხელმძღვანელი სწავლების დარგში/პროდიუსერების ტუტორი და კლერ დაუნზი (დიდი ბრიტანეთი) სცენარისტი, ლექტორი, კონსულტანტი, ბრიტანეთის ეროვნული კინო და სატელევიზიო სკოლის ლექტორი.

ტრენინგ პროგრამა Mini EAVE საქართველოში მეოთხედ ტარდება.

საერთაშორისო ექსპერტთა კომისიამ MINI-EAVE-ს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად შეარჩია შემდეგი ქართული პროექტები:
1. ხვედრი - პროდიუსერი კონსტანტინე ჩლაიძე; სცენარის ავტორი მიხო მოსულიშვილი.
2. ჩემპიონი - პროდიუსერი ნიკოლოზ გუგუშვილი; სცენარის ავტორი ვაკო კირკიტაძე.
3. კონტრაბანდისტები - პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა; სცენარის ავტორი ბესო სოლომანაშვილი.
4. არხი - პროდიუსერი ზაზა რუსაძე; სცენარის ავტორი სალომე ჯაში.
5. სპილოების სასაფლაო - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე; სცენარის ავტორი გიორგი თავართქილაძე.
Facebook Share
უკან