GNFC
სიახლე

ბერლინალეს სელექტორი - ნიკოლაი ნიკიტინი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა - 01 11 2018
Slider Image

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინი თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. მან 3 დღის განმავლობაში 12 სრულმეტრაჟიანი და 8 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი ნახა, რომელთა წარმოებაც ახლახანს დასრულდა.

წასვლამდე ნიკოლაი ნიკიტინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს - მიხეილ გიორგაძეს შეხვდა და სამუშაო ვიზიტის შესახებ მისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი - ნანა დოლიძე.

ნიკოლაი ნიკიტინი წლებია ბერლინალეს დელეგატია, რომელიც კინოფესტივალისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში შექმნილ ფილმებს არჩევს.

Facebook Share
უკან