GNFC
სიახლე

იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება - 08 10 2018
Slider Image

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილის პატივსაცემად, იაპონია ქართული კინოს ფესტივალს უმასპინლებს.
რეტროსპექტივა 13-26 ოქტომბერს ტოკიოში მდებარე კინოთატრ „ივანამი-ჰოლში" გაიმართება. ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:

  • "ჩემი ბებია"
  • "ჯიმ შვანთე"
  • "ქეთო და კოტე"
  • "ფიროსმანი"
  • "დიდი მწვანე ველი"
  • "დედუნა"
  • "სუსა"
  • "გაიღიმეთ"
  • "შემთხვევითი პაემნები"
  • "სხვისი სახლი"
  • "დედე"
  • "ხიბულა"
  • "აღსარება"
  • "მზის ქალაქი"
  • "საშიში დედა"
  • "ანარეკლი"
  • "მეიდანი - სამყაროს ჭიპი"
იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალის მოწყობის იდეა კინოთეატრ "ივანამი-ჰოლის" თანამშრომელს - ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის. ჰარადა 40 წლის წინ გიორგი შენგელაიას ფილმით "ფოროსმანი" მოიხიბლა და ქართული კინემატოგრაფის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია. ამჟამად იგი 65 წლისაა და სურს სამსახურიდან წასვლამდე იაპონელ მაყურებელს ქართული კინო გააცნოს.

2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე.
Facebook Share
უკან