GNFC
სიახლე

ეროვნული კინოცენტრი 2018 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის მასალების მიღებას იწყებს - 04 10 2018
Slider Image

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2018 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.

კატალოგში წარმოდგენილი იქნება:

მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
დაკომენტური ფილმები
ანიმაციური ფილმები
ფილმები წარმოების პროცესში

კატალოგისათვის გადმოსაგზავნი მასალების ნუსხა:

1.ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2.ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
3.რეჟისორი
4.სცენარის ავტორი
5.ოპერატორი
6.მსახიობები
7.პროდიუსერი
8.მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
9.ფილმის მოკლე ანოტაცია
10.რეჟისორის ბიოგრაფია
11.რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ; „ფილმი" (2015), „ფილმი" (2013). "ფილმი" (2010) და ა.შ.
ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია „ფილმი" (წარმ.)
12.რეჟისორის ფოტო
13.2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)

მასალები მიიღება 2018 წლის 10 ნოემბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
ელექტრონულ მისამართზე: m.suradze@gnfc.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ, პროექტების დაფინანსების მენეჯერს და კატალოგის რედაქტორს მანანა სურაძეს.
2999200 (113) +995 577 553702

Facebook Share
უკან