GNFC
სიახლე

საქართველო ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე - 14 09 2018
Slider Image

25-30 სექტემბერს, ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival გაიმართება, სადაც წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

ქართული კინოს რექტოსპექტივა დამეგობრებული ქალაქების - თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია და Encounters Film Festival ერთობლივად წარმოადგენენ.

კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროგრამით:

ასევე, აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივის პარალელურად, ახალგაზრდა რეჟისორის - რატი წითელაძის ფილმი "სოციუმის პატიმარი" Encounters Film Festival-ის პროგრამაში SHORT FILM 1: CAN’T BREAK ME იქნება წარმოდგენილი.



Facebook Share
უკან