GNFC
სიახლე

საქართველოში „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი - სერგეი რახლინი ჩამოდის - 12 09 2018
Slider Image

ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით სერგეი რახლინი ჩამოდის.

წარმოშობით ლატვიელი სერგეი რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის უცხოენოვანი ფილმების კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც „ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების ცერემონიალს წარმოადგენს. წლების განმავლობაში იგი ამავე ცერემონიის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

15 სექტემბერს, 17:00 საათზე, კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია" სერგეი რახლინი მასტერკლასს ჩაატარებს. საუბარი იქნება კინო კრიტიკისა და კინო ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, ასევე, ამერიკული კინო პიარის მექანიზმებზე და გზაზე, რომელსაც კანდიდატი ფილმები ოქროს გლობუსის ნომინანტობამდე გადიან. (იხილეთ ღონისძიების ბმული)

სერგეი რახლინის ვიზიტის ფარგლებში, ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი.

სერგეი რახლინი 16 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრება, სადაც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის უხელმძღვანელებს.
Facebook Share
უკან