GNFC
სიახლე

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" პირველი ფილმი გახდა, რომელმაც წარმოებისას გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20%-ზე მეტი უკან დაიბრუნა! - 08 09 2018
Slider Image

ნანა & სიმონის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" პირველი ფილმი გახდა, რომელმაც წარმოებისას გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20%-ზე მეტი უკან დაიბრუნა!

გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ 7 სექტემბერს, ფილმის ნახვის შემდეგ, კინოსახლის განახლებულ დარბაზში, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო:


  • ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;
  • საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე (მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.);
  • ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;
  • პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში;
  • დისტრიბუცია და ფესტივალები;
5 კრიტერიუმიდან ფილმმა 4 მათგანი დააკმაყოფილა, შესაბამისად, წარმოებისას გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20 %-თან ერთად, დამატებით 4% მიიღო!

კომისიის წევრები იყვნენ:

  1. მიხეილ ხიდურელი - სსიპ „აწარმოე საქართველოში", დირექტორი;
  2. ნანა დოლიძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
  3. დავით ვაშაძე - კინოკომისიონერი,საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
  4. თათია ბიძინაშვილი - პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მენეჯერი;
  5. მელანო დურმიშიძე - პროგრამის „გადაიღე საქართველოში" კოორდინატორი;
  6. გიორგი სალაყაია - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის, მარკეტინგული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი.
  7. მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  8. მარინა ბოჯგუა - საქართველოს ტურიზმი სეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს წარმომადგენელი;
დღეისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მიერ, მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზეჯამური ინვესტიციის ოდენობა30 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3000-ს აღწევს.

პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში", ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.


Facebook Share
უკან