GNFC
სიახლე

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინასა და ისრაელში ქართულ ფილმებს აჩვენებენ - 08 08 2018
Slider Image

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინასა და ისრაელში ქართული ფილმების ჩვენებები გაიმართება.

მთელი კვირის განმავლობაში, ისრაელში, ქართული ტელევიზია G TV შემდეგ ქარულ ფილმებს აჩვენებს:

  • "გაღმა ნაპირი" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • "სხვისი სახლი" - რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
  • "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" - რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი
  • "მე გადავცურე ენგური" - რეჟისორი ანუნა ბუკია
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკრაინაც ეხმაურება. თომა ჩაგელიშვილის ფილმის "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ჩვენება უკრაინაში, საქართველოს საელჩოში შედგება.


Facebook Share
უკან