GNFC
სიახლე

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება - 08 08 2018
Slider Image

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.

კინოფესტივალის გაიხსნება 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია" (რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის - ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
  • კინოთეატრი «აპოლო»
  • სასტუმრო „უინდჰემის" საკონფერენციო დარბაზი
  • "კინოჩვენებები ღია ცისქვეშ" ერას მოედანზე

კინოფესტივალის პროგრამა

პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი), რეტროსპექტივები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

2018 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან

კინოფესტივალის პრიზები

  • მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
  • დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
  • კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის;
მასტერკლასები

კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის.

კინოფესტივალზე დასწრება

კინოსეანსებზე დასწრება უფასოა!
კინოთეატრ "აპოლო"-ში კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ "უფასო ბილეთების” (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ "აპოლოში" მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ ე.წ. "უფასო ბილეთები” ადგილის რეზერვაციის მიზნით.

მედია აკრედიტაცია

მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა, რომელიც განთავსებულია ფესტივალის საიტზე - http://biaff.org/media-acreditation.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფესტივალის ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

კინოფესტივალის მხარდამჭერები - ქ. ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, "ბრიტანეთის საბჭო", გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო.

კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო", სასტუმრო „რჩეული ვილა", სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა", ტურკომპანია „ვანდერლენდი", შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი".
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge..


დამატებითი ინფორმაციისთვის - info@biaff.org,
აკრედიტაციისთვის - press@biaff.org; ტელ: 599-482181.

Facebook Share
უკან