GNFC
სიახლე

ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში მონაწილე ფილმები ცნობილია - 03 08 2018
Slider Image

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.

კონკურსის პირობების თანახმად, (იხ. კონკურსის პირობები) ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში წელს შემდეგი ფილმები მიიღებენ მონაწილეობას:

  • „ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

Facebook Share
უკან