GNFC
სიახლე

დარენ არონოფსკის ვიზიტი საქართველოში - 08 07 2018
Slider Image

ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი დარენ არონოფსკი საქართველოშია. ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ქვეყანას პირადი მიზეზით სტუმრობს. მიუხედავად ამისა, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრის თხოვნით, დარენ არონოფსკი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრას მაინც დათანხმდა.

შეხვედრის ფორმატი, ხანგრძლივობა და ჟურნალისტების რაოდენობა, თავად ცნობილი რეჟისორის მიერ იყო დადგენილი.

დარენ არონოფსკის ვიზიტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა რაც გრძელდება. მან თბილისის გარდა უკვე მოინახულა ყაზბეგი და ჭიათურა.

არონოფსკის სარეჟისორო დებიუტი 1997 წელს შედგა, როდესაც ეკრანებზე მისი სადებიუტო ნამუშევარი Pi გამოვიდა, რამაც მას საუკეთესო რეჟისორის წოდება მოუტანა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. შემდეგ იყო ფილმები Requiem for a Dream, The Fountain, The Wrestler და რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმი Black Swan ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელმაც 2011 წელს ოსკარის 5 და ოქროს გლობუსის 4 ნომინაცია მიიღო (მათ შორის საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო ფილმის ნომინაციები). არონოფსკის ბოლო ნამუშევრის mother! პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა. ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, ედ ჰარისი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.

Facebook Share
უკან