GNFC
სიახლე

ქართული ფილმები და პროექტები კინოფესტივალზე Golden Apricot - 05 07 2018
Slider Image

8-15 ივლისს ერევანი ტრადიციულად უმასპინძლებს საერთაშორისო კინოფესტივალს Golden Apricot, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი "გამჭვირვალე სამყარო". ფილმის ჩვენებები 10 და 13 ივლისს გაიმართება.

ფესტივალზე 10 და 11 ივლისს აჩვენებენ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე". ასევე 11 ივლისს გაიმართება რუსუდან პირველის ფილმის "სუსა" ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების გარდა, Golden Apricot ქართული ფილმების პროექტების პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს. კინოფესტივალის C2C მარკეტზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ სოფიო ჭინჭარაული, კონსტანტინე კალანდაძე, ბესიკ სოლომონაშვილი, ქეთევან ნოზაძე და რუსუდან პირველი.
Facebook Share
უკან