GNFC
სიახლე

განაცხადების მიღება დაიწყო!!! - 07 06 2018
Slider Image



თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი (2018 წლის 3-9 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას ყველა სექციისთვის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსისა და "ქართული პანორამისათვის".

ფესტივალის ოფიციალური ჯილდოებია: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისათვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისათვის.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ) და გამოგზავნეთ საჭირო მასალასთან ერთად კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე" (დეტალურად მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ ფესტივალის რეგლამენტი).

ფესტივალის მისამართია:
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,
აღმაშენებლის 164,
0112 თბილისი,
საქართველო


განაცხადის შემოტანამდე გთხოვთ, იხილოთ ფესტივალის რეგლამენტი.
Facebook Share
უკან