GNFC
სიახლე

ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის BIAFF პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება - 06 06 2018
Slider Image

7 ივნისს, 14.00 საათზე, ეროვნული კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, სანაპირო #4) მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე:

  • BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითდი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები
  • BIAFF 2018 კინოფესტივალზე კინოფილმების წარდგენის და აკრედიტაციის შესახებ
  • BIAFF 2018 ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ

კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ” შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი".

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის და სოც. მედიის შემდეგი საიტებიდან - http://www.biaff.org/; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფესტივალის წარმომადგენლებს:
ელექტრონული ფოსტა: marketing@biaff.org,
ტელეფონი: 599-482181б, 593-998272

Facebook Share
უკან