GNFC
სიახლე

ქართული ანიმაციური ფილმის დისტრიბუციის უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა - 04 06 2018
Slider Image

ქართული ანიმაციური ფილმის "ჯინო" ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა.
მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. "ჯინოს" დისტრიბუცია სულ მალე დაიწყება, ჩვენებების განრიგს კი ლოს ანჯელესის დისნეს კინოთეატრი დაასრულებს.

"ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.

"ჯინო" ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ანიმაციური ფილმია. მისი პრემიერა ანსის საერთაშორსო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგა და მას შემდეგ არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ამ ეტაზე ბოლო გამარჯვება აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ანიმაციური ფილმების ფესტივალს ICFF უკავშირდება, სადაც "ჯინოს" ფესტივალის გრან პრი გადასცეს.
Facebook Share
უკან