GNFC
სიახლე

ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართული ფილმი აჩვენეს - 30 04 2018
Slider Image

19-27 აპრილს თეირანი ტრადიციულად მასპინძლობდა ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა.

ფესტივალზე აჩვენეს შემდეგი ქართული ფილმები

  • გიორგი ოვაშვილის "ხიბულა"
  • გიორგი ბარაბაძის "ლუკა"
  • რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი"
  • ანა ურუშაძის "საშიში დედა"
  • მარიამ ხაჭვანის "დედე"
ამასგარდა, გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი "ლილე" კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფაჯრის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იყო ქართველი მსახიობი სალომე დემურია. მან და რეჟისორმა ირაკლი ბაღათურიამ პანელ დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქართული კინოს ბოლოდროინდელ წარმატებებს ეძღვნებოდა.


Facebook Share
უკან