GNFC
სიახლე

თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ იწყება - 23 04 2018
Slider Image

26-29 აპრილს კინოთეატრი "ამირანი" (კოსტავას ქუჩა # 36) თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას უმასპინძლებს. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია. ფილმები ორიგინალურ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. (ჩვენებები ზუსტი განრიგი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.)

კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება რეჟისორის პიტერ ბობჟაკის ფილმის "ზღვარი” (2017) ჩვენებით, რომელიც გაიმართება 26 არილს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში".

27-29 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კიბორგები" და „სხვისი ლოცვა" (რეჟისორი ახტემ საიტაბლაევი, 2017 წელი), "ზღვარი” (რეჟისორი პიტერ ბობჟაკი, 2017 წელი), კინოკომედია „ძიძიო კონტრაბასი" (რეჟისორი ოლეჰ ბორშჩევსკი, 2017 წელი).

28 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება ოდესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის შემდეგი გამარჯვებული ფილმების ჩვენება: „დამოუკიდებლობის დღე" (რეჟისორი ტონია ნოიაბრევა, 2017 წელი), „გამოშვება ‘97" (რეჟისორი პავლო ოსტრიკოვი, 2017 წელი), „ჩამოცვენილი ფოთლები" (რეჟისორი მაშა კონდაკოვა, 2014 წელი), „იასამნისფერი" (რეჟისორი კატერინა გორნოსტაი, 2017 წელი).

უკრაინულმა კინოს ფესტივალმა უყურადღებოდ არ დატოვა ბავშვთა აუდიტორია. მათთვის ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება თანამედროვე მხატვრული ფილმის, „ციხე-სიმაგრე" (რეჟისორი იური კოვალიოვი, 2016) ჩვენება.

ღონისძიების ორგნიზატორის, მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადსახვა ასაკისა და ეროვნების კინომოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს ვიტოვებთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენებაზე დასწრებას, შეაღწევს უკრაინული კინოს სამყაროში და ფესტივალიდან წაიღებს რაღაც განსაკუთრებულს".

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის და კომპანია Solar Media Entertament მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველო:
მარია მოსკალენკო
+995 599003347
mariya.fxfilm@gmail.com

უკრაინა:
JS FILMS
Юлія Сінькевич
+380 667386741

Facebook Share
უკან