GNFC
სიახლე

სცენარის განვითარების რეზიდენციისთვის ევრაზიადოკ 2018 პროექტების შერჩევა დასრულდა - 16 04 2018
Slider Image

ევრაზიადოკ-საქართველო 2018 წლის სცენარის განვითარების რეზიდენციისთვის პროექტების შერჩევა დასრულებულია. წარმოდგენილი ქართული პროექტებიდან ფრანგული ორგანიზაცია Docmonde-ს მიერ შეირჩა 6 დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომლებიც სცენარის განვითარების რეზიდენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

1.ალექსანდრე კვატაშიძე "ხვრელი"
2.ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი „Cinemania”
3.ხვიჩა ემირიძე "მე ჩემს განზომლებაში ვარ "
4.შორენა თევზაძე „ბეტონის პოეზია"
5.ნონა გიუნაშვილი „Aznash Laaman”
6.ლუკა ბერაძე „ღიმილიანი საქართველო"

რეზიდენცია მოეწყობა ქალაქ წყალტუბოში 21 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით. პროექტს გაუძღვებიან ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.

ევრაზიადოკი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაცია Docmonde-ს ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.





Facebook Share
უკან