GNFC
სიახლე

"ევრაზიადოკი 2018" კრეატიული დოკუმენტური პროექტების მიღებას იწყებს! - 22 02 2018
Slider Image

კომპანია "ოპიოდოკი" "ევრაზიადოკი 2018"-ისთვის კრეატიული დოკუმენტური პროექტების მიღებას იწყებს.

პროექტების შემოტანა მსურველებს 2018 წლის 19 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, სცენარის განვითარების რეზიდენცია კი წყალტუბოში 21 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მოეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან ეროვნული კინოცენტრი და წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი.

ფრანგული ორგანიზაციის Docmonde მიერ შეირჩევა 6 ქართველი მონაწილე, რომლებიც მიწვეულნი იქნებიან ორკვირიან რეზიდენციაზე. რეზიდენციას გაუძღვებიან ფრანგი პროდიუსერი და რეჟისორი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.

სცენარის განვითარების რეზიდენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა. შერჩეული პროექტების ავტორებისთვის რეზიდენციაში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურებული იქნება პროექტის ორგანიზატორების მიერ.


აპლიკაციის ბმული: http://opyodoc.org/eurasiadoc/eurasiadoc-application-form/


საკონტაქტო პირები:

მარიამ ჭაჭია: +995 577 595 985
ნინო დოლიაშვილი: +995 593 733 612
nino@opyodoc.org

Facebook Share
უკან