GNFC
სიახლე

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრუსელში - 11 01 2018
Slider Image

17-23 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

  • 18 იანვარი, 19:00 საათი - "როცა დედამიწა მსუბუქია"
  • 19 იანვარი, 21:30 საათი - "საშიში დედა"
  • 20 იანვარი, 21:30 საათი - "მძევლები"
  • 21 იანვარი, 11:00 საათი - "ცისფერი მთები"
  • 21 იანვარი, 20:00 საათი - "დედე"
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა - პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.

საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.

ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.
Facebook Share
უკან