GNFC
სიახლე

Berlinale Talents 3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს - 09 01 2018
Slider Image

Berlinale Talents ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.

წელს პლატფორმის მონაწილე 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება:

  • ანა სარუხანოვა - რეჟისორი
  • რატი წითელაძე - რეჟისორი, პროდიუსერი
  • ნინო ვარსიმაშვილი - სცენარისტი, პროდიუსერი

Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერ კლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.

Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.
Facebook Share
უკან