სიახლე

პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია ანიმაციაში - „ჯიბის კაცი“ საერთაშორისო ჯილდოების მოპოვებას განაგრძობს - 08 01 2018
Slider Image

„ჯიბის კაცი" ანა ჩუბინიძის მიერ კინოსტუდიის "კვალი XXI" ბაზაზე შექმნილი ანიმაციური ფილმია, რომელიც პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში.

იგი ასევე პირველი ქართული ანიმაციური ფილმია, რომელიც საფრანგეთის კინოგაქირავებში დადგა და 2017 წლის 27 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 185 კინოთეატრში იქნა ნაჩვენები.

ბოლო 3 თვის მანძილზე „ჯიბის კაცის" საერთაშორისო პრიზებს შემდეგი ჯილდოები შეემატა:


  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი - სარჟაის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 2017;
  • საუკეთესო საბავშვო ფილმი - ტაიჩუნგის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ტაივანი, 2017;
  • პრიზი "Lumières Numériques” - სანპოლტრუა, საფრანგეთი, 2017;
  • საუკეთესო საბავშვო ანიმირებული ფილმი - ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Banja Luka, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2017;
  • საუკეთესო საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ანიმაჟი, პალერმოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ბრაზილია, 2017;
  • საუკეთესო საბავშვო ფილმი - პროფესიონალი ჟიურის ჯილდო, ლონდონის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, დიდი ბრიტანეთი, 2017;
  • საუკეთესო საბავშვო ფილმი - მაყურებლის ჯილდო, ლონდონის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, დიდი ბრიტანეთი, 2017;
  • ჯილდო სკოლებისგან (5/6 წლის ასაკობრივ კატეგორიაში) - ბრესტის ევროპული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ფესტივალი, საფრანგეთი, 2017;
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნიუდელი, ინდოეთი, 2017;
  • ბავშვების ჯილდო - ანიმაქსი სკოპიეს ფესტივალი, მაკედონია, 2017;
"ჯიბის კაცი" პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას. ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი.

Facebook Share
უკან