GNFC
სიახლე

ანა ურუშაძე სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს - 03 12 2017
Slider Image

ანა ურუშაძე მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით "საშიში დედა" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.

ამჯერად ანა სინგაპურში დააჯილდოვეს.
ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს SWAROVSKI-ს ჯილდო გადეცა.

ანა ურუშაძის „საშიში დედა" წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე.

ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს.
„საშიში დედა" ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის" მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა, რამდენიმე ლოს ანჯელესში აზიურ ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოვებაზე კი კიდევ 2 ჯილდო აიღო - ჟიურის გრან პრი და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი (დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის).
რამდენიმე დღის წინ "საშიში დედა" ესპანეთში, Gijón International Film Festival-ზე დამატებით 3 პრიზით დაჯილდოვდა.
Facebook Share
უკან