GNFC
სიახლე

ქართული დოკუმენტური ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მონაწილეობას განაგრძობს - 01 12 2017
Slider Image

მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს!

ფილმი წარდგენილია ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო კინოფესტივალზე - Olympia, რომელიც საბერძნეთში 2-9 დეკემბერს გაიმართება. "მოუსმინე სიჩუმეს” საერთაშორისო საკონკურსო სექციაში - KIDS&DOCS მონაწილეობს.

"მოუსმინე სიჩუმეს” კიდევ ერთი ფესტივალის მონაწილეა. ახალგაზრდულ ფესტივალზე - Ajyal Youth Film Festival რომელიც დოჰაში, კატარში იმართება, მარიამ ჭაჭიას ფილმის სპეციალური ჩვენება 3 დეკემბერს შედგება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საბავშვო ჟიურიში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმს ქართველი ბავშვები - ნინა არეშიძე და ელენე ბჟალავა შეაფასებენ.
Facebook Share
უკან