GNFC
სიახლე

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი საფეხური" 2 გერმანული კინოფესტივალის გამარჯვებულია - 28 11 2017
Slider Image

იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური" , რომლის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში International Film Festival Rotterdam-ზე შედგა, ორი გერმანული ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმმა ბერლინში InterFilm - 33rd International Short Film Festival-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა, ხოლო Exground International Short Film Festival-ზე, რომელიც ქალაქ ვისბადენში ჩატარდა, საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა.

"სამი საფეხური" რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში "ქართული პანორამა" იქნება წარმოდგენილი, სადაც მას უკვე ქართველი მაყურებელი იხილავს.
Facebook Share
უკან