GNFC
სიახლეები

ქართველი რეჟისორი რატი ონელი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა - 10 11 2017
Slider Image

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალმა "Listapad" გამარჯვებულები გამოავლინა.

რატი ონელი ფილმისთვის "მზის ქალაქი" 2 ჯილდოს მფლობელი გახდა:
ქართველ რეჟისორს საუკეთესო დებიუტისთვის ფიპრესის ჯილდო (NEW VOICES – FIPRESCI AWARD) და ჟიურის სპეციალური პრიზი (DOCUMENTARY SPECIAL JURY AWARD) გადაეცა.

"მზის ქალაქი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და მას შემდეგ იგი არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის მხატვრული ფილმების მთავარი კონკურსის ჟიურის წევრი ასევე ქართველი რეჟისორი - რუსუდან გლურჯიძე იყო.

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალი "Listapad" 1994 წლიდან ტარდება და ბელორუსიის მთავარ კინომოვლენად ითვლება.
Facebook Share
უკან