GNFC
სიახლეები

საქართველო ამერიკის კინობაზრობაზე - 13 11 2017
Slider Image

წელს ლოს ანჯელესში, ამერიკის კინობაზრობის ლოკაციების გამოფენაზე, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ეროვნული კინოცენტრი და ქართული საპროდიუსერო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.
კინობაზრობაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი.

ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოში კინომწარმოებლების მოზიდვის მიზნით, დაიგეგმა არაერთი აქტივობა და შედგა შეხვედრები ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Netflix, HBO, FOX, NBCUniversal, Sony Pictures International, Alcon Entertainment, Relativity Media, Lionsgate და სხვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი - პროგრამა „გადაიღე საქართველოში" დაემატა, კინოგადაღებების კუთხით სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ.

ამჟამად განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც შესაძლოა შემდეგ წელს საქართველოში განხორციელდეს.
Facebook Share
უკან