GNFC
სიახლეები

ქართული დოკუმენტური ფილმი "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს - 13 11 2017
Slider Image

ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე იღებდა მონაწილეობას.

ფილმი აჩვენეს არგენტინასა და პერუში, ლა როშელში მაყურებლის პრიზი და სპეციალური აღნიშვნა (Special Mention) გადაეცა, პალერმოს კინოფესტივალზე Sole Luna კი ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო მოიპოვა.

ამჟამად ფილმი ალმატიში და ბუდაპეშტშია მიწვეული, სადაც რეჟისორი ალექსანდრე კვატაშიძეც გაემგზავრება.

"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" - ქართული დოკუმენტური ფილმი ომის ჟურნალისტებზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.
Facebook Share
უკან